მთავარიევროპაპოლონეთი„სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებისა და ბელვედერის თავზე მოქმედებდა“...

„სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებისა და ბელვედერის თავზე მოქმედებდა“ – დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ვარშავის თავზე მფრინავი დრონი გაანეიტრალა. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.  პოლონეთის პრემიერის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავეს.

„ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებისა და ბელვედერის თავზე მოქმედებდა. დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს“, – წერს დონალდ ტუსკი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მთავრობის საგანგებო სხდომაზე, ვარშავა, 10 სექტემბერი, 2025 წელი Copyright AP

მიმდინარე თვეს ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა უცხო ქვეყნის დრონები გაანეიტრალეს.

პოლონეთის საჰაერო სივრცე, 10 სექტემბრის ღამეს დაარღვია 19-მა რუსულმა დრონმა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა.

დრონების მოგერიებაში, პოლონური თვითმფრინავების გარდა NATO-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც ჩაერთნენ. დრონის ნამსხვრევები ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს საცხოვრებელ შენობას დაეცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend