კატეგორიები

პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები ჩამოაგდეს

პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები ჩამოაგდეს

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჩამოაგდეს რუსული დრონები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე საზღვართან ახლოს უკრაინის რეგიონებზე თავდასხმის დროს დაარღვიეს.

შემთხვევის გამო პოლონეთმა ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავაში მდებარე ყველა დიდი აეროპორტი, დახურა. მედიის ინფორმაციით, დაიხურა ვარშავაში მდებარე ორი აეროპორტი – შოპენისა და ვარშავის მოდლინის აეროპორტები.

ვარშავამ პოლონეთისა და NATO-ს თვითმფრინავები მზადყოფნაში მოიყვანა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონებით ნეიტრალიზების მიზნით ოპერაცია დაიწყო.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსული დრონი ჩამოგდებულია და ახლა ნამსხვრევების ძებნა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკიც.

ოფიციალური პირების მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული დრონები პოლონეთის მოქალაქეებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა.

დაკავშირებული ამბები
საავადმყოფოში გარდაიცვალა თავდამსმხმელი, რომელმაც კრაკოვის ცენტრში ცეცხლი გახსნა ვარშავაში მიაჩნიათ, რომ დროა ევროპამ თავდაცვის სექტორი „საომარ რელსებზე“ გადაიყვანოს
სხვა ამბები