მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „დინამო არენაზე“ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
„ალბათ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორია გარკვეული მოთამაშეების მდგომარეობა და რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. ზოგმა მათგანმა ბოლო 6 კვირის განმავლობაში 6, 7, 8 მატჩი ითამაშა. ასე, რომ ვიცით ისინი ფორმაში იქნებიან. ზოგი შედარებით ნაკლებად – ეს ყოველთვის ასეა სექტემბერში.
თუმცა ამ შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა მოთამაშე ვინც ხვალ მოედანზე იქნება ფორმაშია და მზადაა ინტენსიური მატჩისთვის. ბევრს ვვარჯიშობთ.
რაც შეეხება ახალ მოთამაშეებს, ვინც ამ ორი თამაშისთვის მოვიწვიეთ – ისინი ნელ-ნელა ინტეგრირდებიან გუნდში. ხვალ თუ არა, მომავალში მათაც მოუწევთ გუნდს რაღაც შემატონ: თავიანთი მოტივაცია და პოზიტიური განწყობა. თუმცა, ამ დროისთვის, ახალი მოთამაშეებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ”-ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
„რა თქმა უნდა, დროში ყოველთვის შეზღუდულები ვართ, გუშინდელი ვარჯიში იყო ნაყოფიერი და ბევრ კარგ რამეზე ვიმუშავეთ. ეს თავდაჯერებას გვაძლევს. პრობლემურია ის, რომ ცოტა დრო იყო.
თურქეთთან ბოლო თამაში კარგად გვახსოვს, პირველ რიგში როგორც კარგი თამაში. სამი გოლი გავუშვით, არ იყო ის შედეგი იმ თამაშიდან გამომდინარე. ხვალინდელ თამაშში, საკუთარ კედლებში ვეცდებით, მაქსიმალური ქულები ავიღოთ.
კიტე და ჩაკვე დიდი ძალაა, მაგრამ იმედი გვაქვს რომ მათი არ ყოფნა ხვალ არ დაგეტყობა. კიტეს გარეშე სხვანაირი გუნდი ვართ, მაგრამ იმედია, უკეთესად მომზადებულები ვიქნებით და ეს შედეგზე არ აისახება.
ხვალინდელი თამაში მნიშნელოვანი იქნება. ჯგუფში ამ ორ თამაშში გამოჩნდება რეალობა – ერთადერთი შანსი ჯგუფიდან გასვლის თურქეთის დამარცხებაა”, – ამბობს გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი.