მთავარისპორტი„საბოლოო თამაში გადაწყვეტს ყველაფერს“ - გოგა ბითაძე

„საბოლოო თამაში გადაწყვეტს ყველაფერს“ – გოგა ბითაძე

საქართველოს ნაკრებმა „ევრობასკეტზე” მასპინძელი კვიპროსის ნაკრები 93-61 დაამარცხა და C ჯგუფში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა შეხვედრაში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა მეორე მეოთხედში, რომელიც 14-ქულიანი სხვაობით მოიგო.

„ბიჭებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. არ მინდა, ვთქვა, რომ ადვილი თამაში იყო. თავიდან თამაშის დაწყება გაგვიჭირდა. თან კვიპროსი ისეთი გუნდია, რომ თუ ცოტა თვითრწმენა მიეცემათ, დიდ პრობლემებს შეგიქმნიან. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს არ მოეხერხებინათ, მათი რწმენა თავიდანვე ჩაგვეხშო და დაცვაში საუკეთესოდ გვემუშავა. ჩემი აზრით, დღევანდელ თამაშს თავი კარგად გავართვით. რაც შეეხება ბოსნიას, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის წინ“, – ამბობს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია.

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 4 ტურის შემდეგ 2 მოგება და 2 მარცხი დააგროვა და 6 ქულით მეოთხე ადგილზეა. 6-6 ქულა აქვთ ესპანეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებსაც. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველო ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ 4 სექტემბერს, 16:00 საათზე, გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი კალათბურთელები მომდევნო ეტაპზე იასპარეზებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:05:47
spot_imgspot_img
Send this to a friend