მთავარისპორტისაქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ნაკრები სრული შემადგენლობით დღეს, 2 სექტემბერს, შეიკრიბება.

მომდევნო ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად ვერც ოთარ კიტეიშვილი დაეხმარება. „შტურმის” ქართველი ლიდერი ავსტრიის ჩემპიონატის შეხვედრისას დაშავდა. შესაბამისად, სექტემბრის სანაკრებო პაუზისას მისი ეროვნულ ნაკრებში თამაში გამოირიცხა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული დაამატა.

მიმდინარე შეკრებაზე ეროვნულ ნაკრებში კიდევ ორი დებიუტანტია. ვილი სანიოლმა პირველად გამოიძახა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები ფრანგული „მეცის” შემტევი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის” ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ამბობს, რომ ნაკრებს მოკლე დროში ორი რთული თამაში ელის.

„ჯგუფში ესპანეთის ნაკრების სახით ძალიან რთული და ჩვენთვის უხერხული მეტოქე გვყავს. რაც შეეხება თურქეთსა და ბულგარეთს, რა თქმა უნდა, თანამედროვე ფეხბურთში თამაში ყველა ნაკრებთან რთულია, თუმცა ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, მოახლოებული ორი თამაში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალურ დონეზე უნდა ითამაშოს წარმატებას რომ მივაღწიოთ. თურქეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. მეტოქეს კარგად ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატიდან. ჩვენი მეზობლები არიან და განსაკუთრებული თამაში იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, კარგ გარემოს შექმნიან, დაგვეხმარებიან და კარგ სტარტს ავიღებთ”, – ამბობს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 4 სექტემბერს თურქეთთან გამართავს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა „დინამო არენაზე” გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend