კოლუმბიაში, ავტომობილში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა და პოლიციის ვერტმფრენზე თავდასხმამ 17 ადამიანი იმსხვერპლა.
პრეზიდენტმა გუსტავო პედრომ თავდასხმა FARC-ის სახელით ცნობილი კოლუმბიის გაუქმებული რევოლუციური შეიარაღებული ძალების დისიდენტებს მიაწერა.
სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა სამხედრო ავიაციის სკოლასთან ახლოს აფეთქდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე კი მეტი დაშავდა.
ამავროულად, პოლიციის 12 თანამშრომელი დაიღუპა ვერტფრნეზე თავდასხმისას, რომელსაც პირადი შემადგენლობა ჩრდილოეთ კოლუმბიაში გადაჰყავდა კოკაინის დამზადებისათვის საჭირო ნედლეულის გასანადგურებლად.
პეტრომ თავდაპირველად, ვერტმფრენზე თავდასხმაში ქვეყნის უდიდესი აქტიური ნარკოკარტელი, „გალფის კლანი“ დაადანაშაულა. მან დასძინა, რომ ვერტმფრენზე თადვასხმა იყო საპასუხო ქმედება მათ მიერ კოკაინის დიდი პარტიის ამოღებისა და ჩამორთმევისთვის.