კატეგორიები

პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა

პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში გადაიყვანა
აღმოსავლეთ პოლონეთში, სიმინდის ყანაში რუსული დრონის ჩამოვარდნისა და აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა საჰაერო ძალები გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში მოიყვანა.

ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა არვცელებს:

“მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ აამოქმედა ყველა არსებული ძალა და რესურსი. აფრინდა მზადყოფნაში მყოფი გამანადგურებლების წყვილი, ხოლო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მოყვანილია საგანგებო სიტუაციის უმაღლეს დონესთან შესაბამისობაში”, – წერია განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ ნიდერლანდებმა პოლონეთში 300 ჯარისკაცი და Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაგზავნა.

Related news
ოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება უკრაინაზე რუსეთის იერიშების გამო პოლონეთმა 2 აეროპორტი დროებით დახურა
სხვა ამბები