მთავარიაზიაინდოეთიტყეების განადგურების გამო ინდოეთში სპილოები სოფლის მცხოვრებლებს სტუმრობენ

ტყეების განადგურების გამო ინდოეთში სპილოები სოფლის მცხოვრებლებს სტუმრობენ

მამრი სპილო, სახელად „ეშვი“, უკვე თვეებია, რაც ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელს შეეჩვია. ის აქ საკვების საძიებლად მიდის და შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს დაუახლოვდა კიდეც.

„ეშვი“ ხშირად სტუმრობს გზისპირას მდებარე მაღაზიებს და საკვებს თვითნებურად იღებს, სწორედ ამიტომ მოსახლეობას თავიანთი ჯიხურებისა და სახლების წინ მავთულხლართების აღმართვა უწევს.

სოფლის მცხოვრებლები ცხოველს საკვებსა და წყალს თავად აწვდიან. თუმცა ზოგჯერ „ეშვი“ სოფელს დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერაც კი სტუმრობს და ხანდახან გზაზე მოძრაობასაც კი აფერხებს. ამიტომ ადგილობრივები იძულებული ხდებიან, რომ სპილო უკან, ტყეში გააბრუნონ.

ველური ბუნების წარმომადგენლების თქმით, სპილო ვერ ახერხებს ახლომდებარე ამჩანგის ნაკრძალის ტყეში დაბრუნებას, რადგან რამდენიმე თვის წინ ფეხზე მძიმე დაზიანება მიიღო. ისინი ამბობენ, რომ „ეშვი“ ასევე წინააღმდეგობას აწყდება სხვა სპილოებისგან, როდესაც ის ჯოგთან შეერთებას ცდილობს.

„ვწუხვართ, რომ ამ სპილოს ფეხი აქვს მოტეხილი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რითაც შეგვიძლია ვეხმარებით, ვაჭმევთ და ყურადღებას ვაქცევთ უკვე ბოლო 5-6 თვეა“, – ამბობს სუმიტ სარკარი, ადგილობრივი მცხოვრები.

ინდოეთში სპილოები სულ უფრო ხშირად შედიან კონტაქტში ადამიანებთან, რადგან ქვეყანაში 1.4 მილიარდი მაცხოვრებელია, შესაბამისად, დასახლებული პუნქტები იზრდება და ტყეებს უერთდება.

ასამში, სადაც 5000-ზე მეტი ველური აზიური სპილო ბინადრობს, ბოლო წლებში არაერთი ინციდენტი მოხდა, როდესაც ველური სპილოები სოფლებში შევიდნენ, მოსავალი გაანადგურეს და ადამიანებიც კი მოკლეს.

ბუნების დამცველები მთავრობას მოუწოდებენ, რომ შექმნან დერეფნები, რომელთა გამოყენებაც სპილოებს ტყეებში საკვების საძიებლად შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend