მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში „ერმანოს როდრიგესის“ სახელობის ავტოდრომზე ავტომოყვარულები შეიკრიბნენ, რათა სხვადასხვა წლისა და მოდელის 300-ზე მეტი იშვიათი ავტომობილი ენახათ.
ავტომობილების მფლობელებმა გრან-პრის დროს ავტოდრომზე საკუთარი მანქანები წარმოადგინეს და ტრასაზე გაიარეს, მათგან ზოგიერთი ძველი, კლასიკური სტილის იყო, ზოგიც კი სპორტული.
გრან-პრიზე ბიზნესმენმა მარტინ ტინოკომ გაიარა კლასიკური ავტომობილით, რომელიც მის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა.
მან თქვა, რომ როდესაც წლების წინ პირველად გადაკვეთა ფინიშის ხაზი ამ ავტოდრომზე, ცრემლებს ვერ იკავებდა.
„ეს ჩემპიონების ადგილია, რადგან „ერმანოს როდრიგესის ავტოდრომზე“ გავლის საშუალება ყველას არ აქვს. აქ მოხვედრა თუ გინდა, ან ავტომობილების კოლექციონერთა კლუბის წევრი უნდა იყო, ან მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში მუდმივად უნდა იყო ჩართული“, – ამბობს მარტინ ტინოკო, ბიზნესმენი და კლასიკური მანქანის მფლობელი.
ავტომობილების მოყვარულებს შეეძლოთ კლასიკური ავტომობილების სილამაზითა და ცხენის ძალებით ტკბობა.
ამ სანახაობას ასევე აღფრთოვანებული შესცქეროდნენ მაყურებლებიც. რომლებიც ნამდვილად გაოცებულნი იყვნენ ძველი და ახალი თაობის ავტომობილების სინთეზითა და სიმრავლით.
„ძველი და ახალი მანქანების კომბინაციაა ის, რაც ამ ღონისძიებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს, რადგან თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, დაინახავთ 100 წლის წინანდელ მანქანებს და წლევანდელ ჰიპერქარებსაც კი“, – ამბობს ხაიმე ველასკო, მექანიკოსი.