მთავარიამერიკაარგენტინამარ-დელ-პლატას კანიონის საზღვაო ექსპედიცია

მარ-დელ-პლატას კანიონის საზღვაო ექსპედიცია

არგენტინის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, რომ მარ დელ პლატას კანიონის ღრმა ზღვის კვლევებს პირდაპირი ტრანსლაციით ადევნონ თვალ-ყური.

დისტანციურად მართვადი მანქანის არგენტინელი და ამერიკელი მკვლევრების ჯგუფი, სიცოცხლის ფორმებს 4000 მეტრის სიღრმეზე იღებდნენ და ვერ წარმოედგინათ, რომ მათი ექსპედიცია ასეთ სენსაციად იქცეოდა.

ექსპედიციამ YouTube-ზე დღეში 1.6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. გასულ კვირას დაწყებულ ტრანსლაციას ზოგიერთ მომენტში, ერთდროულად 50 000 მაყურებელიც კი ჰყავდა. პირდაპირი ეთერი 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

„ოთხი თუ ხუთი დღეა, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ღრმა ზღვის ექსპედიციის ტრანსლაციას. მხოლოდ გუშინ არ ყოფილა ჩაყვინთვა, ამიტომ ეს მოსაწყენი დღე იყო და არ ვიცოდით, რა გვექნა. ამ სანახაობრივი ექსპედიციის მეშვეობით, ზღვის სიღრმეში არსებული მოვლენების დანახვა ნამდვილად საოცარია. არგენტინელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით ყოველთვის ვინტერესდებით. ძალიან საამაყოა, რომ მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში ხდება“, – ამბობს ჯორჯინა ვალანცი, არგენტინის მოქალაქე.

მაღალი გარჩევადობის კამერით დანახული არსებების ფართო სპექტრს შორისაა მშვიდი ზღვის ვარსკვლავი, რომელიც ცნობილი მულტფილმის, „კვადრატულშარვლიანი სპანჯბობის“ პერსონაჟ პატრიკს ძალიან ჰგავს.

მეცნიერები ამ ექსპედიციით ბუენოს-აირესის სანაპიროსთან მდებარე წყალქვეშა ხეობის რუკას ადგენენ, ნიმუშებს აგროვებენ და უამრავ ახალ სახეობას იკვლევენ.

„ისეთი ტექნიკით ვიღებთ, რომ მაყურებელს თავი ექსპედიციის უშუალო მონაწილე ჰგონია. გვინდა, რომ ჩვენი ცოდნა ყველას გავუზიაროთ. გარდა ამისა, არიან ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ ჩვენი ზღვის შესახებ. მაყურებლები გვწერენ: „ის, რასაც ეს მკვლევრები აკეთებენ, საოცარია. როგორ შემიძლია იგივე გავაკეთო? რა უნდა შევისწავლო?“ ასე რომ სამეცნიერო თვალსაზრისით ის, რასაც ჩვენ აღმოვაჩენთ, წარმოუდგენელია და ასევე უკუკავშირმაც სრულიად გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს”, – ამბობს დანიელ ლაურეტა, ექსპედიციის მთავარი მეცნიერი.

პროექტი წარმოადგენს თანამშრომლობას მეცნიერებს შორის, ძირითადად, არგენტინის წამყვანი სამეცნიერო დაფინანსებისა და კვლევითი ორგანოს, კონიცეტისა და შმიდტის ოკეანის ინსტიტუტის ფონდს შორის, რომელიც Google-ის ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე ერიკ შმიდტის მიერ ოკეანოგრაფიული კვლევების წინსვლის მიზნით დაარსებული არაკომერციული ორგანიზაციაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend