ამერიკული კომპანია Planet Labs-ის მიერ გადაღებულ ახალ თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთი მასშტაბურად ზრდის ბირთვულ პოტენციალს, მათ შორის ლიეტუვის მახლობლად.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მოსკოვი ფართომასშტაბიან სამუშაოებს ატარებს რამდენიმე საიდუმლო ბირთვულ ობიექტზე.
ერთ-ერთი ასეთი ობიექტი ბელარუსის ქალაქ ასიპოვიჩში მდებარეობს, რომელიც ბელარუსის დედაქალაქიდან სულ რაღაც 72 კილომეტრშია.
2025 წლის მაისსა და ივნისში გადაღებული სატელიტური სურათების საფუძველზე დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა ამ ადგილებში აღმოაჩინეს ახალი შენობები და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის გამოავლინეს, რომ ობიექტებთან მიჰყავდათ გზები.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მიუთითებს მოსკოვის ბირთვული პოტენციალის მასშტაბურ ზრდასა და მისი სტრატეგიული მიზნების გაფართოებაზე.
სამშენებლო სამუშაოები 4 ძირითად ადგილას მიმდინარეობს, კალინინგრადში, ევროპულ საზღვრებთან ახლოს, ბელარუსის ქალაქ ასიპოვიჩში, ასევე ნორვეგიისა და ფინეთის საზღვრებთან და არქტიკაში. დამატებით, კიდევ ერთი ობიექტი განთავსებულია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.