მთავარიაზიაყირგიზეთიმედიის შემზღუდავი კანონი ყირგიზეთში

მედიის შემზღუდავი კანონი ყირგიზეთში

ყირგიზეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მედიაზე სახელმწიფო კონტროლს ამკაცრებს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში არსებული ყველა საინფორმაციო ვებგვერდი ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს სპეციალურ სახელმწიფო ორგანოში, ხოლო ხელისუფლებას ექნება უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ, გასცეს ან გააუქმოს ლიცენზიები.

მედიის უფლებადამცველები და კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ცვლილებებს ყირგიზეთის ხელისუფლება გამოიყენებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებების წინააღმდეგ.

ქვეყანაში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს.

ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყირგიზეთი მედიის თავისუფლების მხრივ ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტთა უფლებრივი მდგომარეობა გაუარესებულია.

ფაქტს ადასტურებს უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ბოლო ანგარიშიც. გასულ წელთან შედარებით, მედიის თავისუფლების ინდექსში ყირგიზეთმა 24 პუნქტით დაიხია და ახლა 180 ქვეყანას შორის 144-ე ადგილზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend