მთავარიიორდანიაიორდანიამ ცა დაკეტა და სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

იორდანიამ ცა დაკეტა და სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა

„ასოშიეთიდ პრესის” ცნობით, ქვეყნის სამხედრო თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ყველა დანაყოფი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა და ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს.

იორდანიის სახელმწიფო კომუნიკაციების მინისტრმა და მთავრობის წარმომადგენელმა, მოჰამედ ალ-მომანიმ, განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაუშვებს მისი საჰაერო სივრცის დარღვევას და არ იქცევა „ბრძოლის ველად ნებისმიერი კონფლიქტისთვის“.

ქვეყანამ ცოტა ხნის წინ ცა დაკეტა.

13 ივნისს, გამთენიას ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია “ამომავალი ლომი” ირანის წინააღმდეგ.

ისრაელის თავდაცვის ძალებს იერიშები მიაქვს ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend