კატეგორიები

პოლონეთის სეიმმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას

პოლონეთის სეიმმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას

 

პოლონეთის სეიმმა ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მთავრობას. 460-ადგილიან პარლამენტში გადაწყვეტილებას მხარი 243-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 210. დონალდ ტუსკმა ნდობის კენჭისყრა მას შემდეგ წამოიწყო, რაც 1 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი ბლოკის კანდიდატი დამარცხდა, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა კაროლ ნავროცკიმ, ოპოზიციური, მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია “კანონი და სამართლიანობის” კანდიდატმა. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ტუსკმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ახალ რეალობაში შედის და ქვეყანას ახალი დასაწყისი სჭირდება.

Related news
ოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება უკრაინაზე რუსეთის იერიშების გამო პოლონეთმა 2 აეროპორტი დროებით დახურა
სხვა ამბები