კატეგორიები

კარატეში ევროპის თასზე საქართველოს დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა

კარატეში ევროპის თასზე საქართველოს დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ყოველწლიურ საერთაშორისო ჩემპიონატზე კარატეში საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა.

7-8 ივნისს გამართულ ევროპის თასზე, Slovakia Open საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდი 2 ოქრო და 1 ვერცხლი მოიგო.

მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ჭაბუკა მახარაძემ ორი მედალი მოიპოვა.

უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში მან ოქროს მედალი აიღო, ინდივიდუალურ კუმიტეში კი ვერცხლის მედალი. ბრატისლავაში გამართულ თასზე, ახალგაზრდა სპორტსმენმა, 12 წლის ანდრია საათაშვილმა, ოქროს მედალი აიღო ინდივიდუალური კუმიტეს დისციპლინაში.

დაკავშირებული ამბები
მასპინძელი კანადის ნაკრები მერვედფინალშია F ჯგუფიდან პლეი ოფში ნიდერლანდების, იაპონიისა და შვედეთის ნაკრებები გავიდნენ
სხვა ამბები