როდესაც ვიკითხავთ, რითაა განთქმული ბელგია, გავრცელებული პასუხია ლუდი.
ქვეყანაში 400-ზე მეტი ლუდსახარშია, რომელიც 1600-ზე მეტი სახეობის ლუდს აწარმოებს. თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ლუდის მოხმარება შემცირდა.
ბელგიის ლუდსახარშების ასოციაციის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ლუდის მოხმარება კიდევ 2%-ით შემცირდა.
ასოციაცია აცხადებს, რომ კლება მაღალი ფასების, შემცირებული კონკურენტუნარიანობის, ჩვევების ცვლილებისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის შედეგია.
„ვფიქრობ, ბევრი რამაა, რაც ხალხს ნაკლები ალკოჰოლის მოხმარებისკენ მოუწოდებს. მაგალითად, საგზაო უსაფრთხოება“
„ბელგიაში 12 წელია ვცხოვრობ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას შემდეგ ლუდის ფასი გაორმაგდა“.
„აქ ჯანმრთელობის საკითხიც მნიშვნელოვანია. ხუთი წლის წინ ერთი უალკოჰოლო ლუდი იყო, ახლა ექვსია“.
თუმცა ასეთი ტენდენცია მხოლოდ ბელგიაში არაა, ევროპული ლუდსახარშები გრძელვადიან პერსპექტივაში გაყიდვების კლებას უჩივიან, რადგან ევროკავშირში ლუდზე მოთხოვნა შემცირდა.
სამაგიეროდ, უალკოჰოლო ლუდი სულ უფრო პოპულარული ხდება.