მთავარიევროპაპოლონეთიმთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით, დონალდ ტუსკი პოლონეთის პარლამენტს მიმართავს

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით, დონალდ ტუსკი პოლონეთის პარლამენტს მიმართავს

პოლონეთის პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით ის პარლამენტს მიმართავს.

„პირველი გამოცდა ნდობის გამოცხადება იქნება, რის შესახებაც სეიმს უახლოეს მომავალში მივმართავ. მინდა, დაინახოს ყველამ, მათ შორის ოპონენტებმა. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომ ჩვენ ამ სიტუაციისთვის მზად ვართ, გვესმის ამ მომენტის მნიშვნელობა. ჩვენ ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. მივმართავ ყველას, ვინც ხმა რაფალ ტშასკოვსკის მისცა. ვიცი, ახლა რას გრძნობთ., მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ შევთანხმდით დიდ საკითხზე, რომელიც მოითხოვს ძალას, გამძლეობასა და, შესაძლოა, მეტ დროს, ვიდრე ჩვენ გვსურს. დემოკრატიისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება. მე მჯერა თქვენი, მე მჯერა პოლონეთის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა კაროლ ნავროცკის ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, კონსტიტუციისა და სინდისის შესაბამისად, მისი პარტია მზად არის ახალ პრეზიდენტთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, ახლა პოლონეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა „მთელი კოალიციისგან ერთიანობასა და გამბედაობას მოითხოვს.”

პოლონეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი – Copyright Euronews

„20 მილიონზე მეტმა პოლონელმა აირჩია პოლონეთის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტი. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების ერთგულია.  ეს იყო თავისუფალი და საყოველთაო არჩევნები. როგორც არ უნდა ვაფასებდეთ გამარჯვებულ კანდიდატს,  უნდა ვაღიაროთ მისი გამარჯვება და მივულოცოთ მის ამომრჩევლებსაც. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო დამარცხებულ კანდიდატს მონდომებისა და ბოლომდე ბრძოლისთვის“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კანდიდატმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი დაამარცხა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:29
spot_imgspot_img
Send this to a friend