კატეგორიები

საფრანგეთი კრძალავს მოწევას პარკებში, პლაჟებსა და სხვა ღია სივრცეებში

საფრანგეთი კრძალავს მოწევას პარკებში, პლაჟებსა და სხვა ღია სივრცეებში

საფრანგეთის საზოგადოებრივ ადგილებში, პლაჟებზე, პარკებსა და ბაღებში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტობუსების გაჩერებასა და სპორტულ ობიექტებთან თამბაქოს მოწევა იკრძალება. ახალი რეგულაციები ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა და კანონდამრღვევი დაახლოებით 135 ევროთი დაჯარიმდება.

„სადაც ბავშვები არიან, თამბაქო უნდა გაქრეს”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა კატრინ ვოტრინმა და დასძინა, რომ მოწევის თავისუფლება „მთავრდება იქ, სადაც იწყება ბავშვების უფლება, ისუნთქონ სუფთა ჰაერი”.

მოწევა კვლავ დაიშვება კაფეების ტერასებზე. ეს აკრძალვა არ ეხება ელექტრონულ სიგარეტს.

ახალი რეგულაციები ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ივლისიდან შევა ძალაში.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე, ფრანგულ მედიაზე კრემლის გავლენები იზრდება
სხვა ამბები