საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „ქუთაისი 2010-მა“ „თსუ“ 80:71 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
„ქუთაისს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა მარქილ სმიტმა მოაგროვა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 20 ქულა და 9 მოხსნაა.
„ჩვენს სათამაშო გეგმას 40 წუთის განმავლობაში ვასრულებდით. წნეხის გარეშე ვიასპარეზეთ, რადგანაც სერიაში ვმარცხდებოდით და მატჩის მოგებაც შევძელით. 2 საშინაო დაპირისპირება წავაგეთ, სტუმრად კი ორივეჯერ გავიმარჯვეთ.
კალათბურთი ასეთი თამაშია, ეს პლეიოფია, აქ ყველაფერი შესაძლებელია. დღევანდელი ჩემი კარგი გამოსვლა ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, წინა შეხვედრისგან განსხვავებით ბევრჯერ ვისროლე, ძალიან მიხარია, რომ თამაშიც წამივიდა“, – თქვა მატჩის შემდეგ „ქუთაისის“ კალათბურთელმა მარქილ სმიტმა.
გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.
მატჩის გამარჯვებული საქართველოს 2024-25 წლების სეზონის ჩემპიონი გახდება.