კატეგორიები

იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასი „ბათუმმა” მოიპოვა

იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასი „ბათუმმა” მოიპოვა

„თბილისის არენაზე” ხელბურთში იმედო ფხაკაძის სახელობის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ქუთაისი” და ბათუმის „ბი ეს ბი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი ანგარიშით 25-18 დასრულდა ბათუმის გამარჯვებით, რომელმაც იმედო ფხაკაძის თასი მესამედ მოიპოვა.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში თასის მფლობელმა „ბათუმმა” „პრომეთე” დაამარცხა, ხოლო მეორე ადგილოსანმა ქუთაისმა კი სამტრედიის გუნდს სძლია.

შეჯიბრება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

„ეს ჩვენთვის დიდი პრესტიჟია. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, ეს ძალიან ძლიერი გუნდია. დაძაბული ბრძოლა გაიმართა. წინ საჩემპიონო პლეიოფია, სადაც დაძაბული და საინტერესო თამაშები გველის“, – განაცხადა „ბათუმის” ხელბურთელმა ლევან ბერძენიშვილმა.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები