პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მან ბრძანება გასცა დახუროს რუსეთის საკონსულო ქალაქ კრაკოვში.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლონეთის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ გასულ წელს ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარზე რუსეთია პასუხისმგებელი.
რადეკ სიკორსკის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ და უშიშროების ძალებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ შენობას ცეცხლი მოსკოვის ბრძანებით წაუკიდეს.
”და თუ ეს თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ სხვა ზომებსაც მივიღებთ”, – თქვა მან.
გასულ წელს სიკორსკიმ უკვე გასცა ბრძანება პოზნანში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ.
ამჟამად პოლონეთში მხოლოდ ერთი რუსული საკონსულო რჩება, ქალაქ გდანსკში.