მთავარიაზიაირანიირანში ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა

ირანში ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა

ირანში ბანდარ აბასის პორტში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, რასაც 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გლოვის დღე გამოცხადდა.

შაბათს 26 აპრილს ირანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პორტში აფეთქება მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია და მის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ამავდროულად, ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო და დასუფთავების სამუშაოები.

აფეთქების შედეგად დაშავდა დაახლოებით 700 ადამიანი. ადგილზე ჩავიდა ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი. მისი განცხადებით, ირანის სახელმწიფო დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

„მინდა, ამ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს მივუსამძიმრო. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ ინციდენტის შედეგად დაახლოებით 770 ადამიანი დაიჭრა.

ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ დაღუპულთა ოჯახებზე და უზრუნველვყოთ, რომ დაშავებულებმა შესაბამისი დახმარება მიიღონ”, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend