მთავარიაზიაინდოეთიინდოეთმა ქვეყნიდან პაკისტანის ყველა მოქალაქე გააძევა

ინდოეთმა ქვეყნიდან პაკისტანის ყველა მოქალაქე გააძევა

ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირის რეგიონში 22 აპრილს შეიარაღებულმა პირებმა ტურისტთა ჯგუფებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის ოცდაოთხი ინდოელი და ერთი ნეპალელი ტურისტი, აგრეთვე, ერთი ადგილობრივი გიდი.

ინდოეთის პოლიციამ შემთხვევას „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა და ბრალი დასდო დაჯგუფებებს, რომლებიც ინდოეთის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან.

ქაშმირის რეგიონს ინდოეთისა და პაკისტანის შეიარაღებული ძალები ერთობლივ ადმინისტრირებას უწევენ, თუმცა ორივე ქვეყანას ამ რეგიონზე სრული კონტროლის პრეტენზია აქვს. 1989 წლიდან ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში შეიარაღებული დაჯგუფებები ნიუ-დელის წინააღმდეგ არაერთ აჯანყებას აწყობენ.

მოვლენები დაემთხვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტს, ის ოჯახთან ერთად ინდოეთს ოთხი დღით ესტუმრა.

ინდოეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ტერორისტების თავდასხმას ისლამაბადი აფინანსებს. ბოლო წლებში ქაშმირის რეგიონში 80 000-ზე მეტი ინდოელი დაასახლეს, რაც კონფლიქტის საგანი არაერთხელ გამხდარა.

„1960 წლის ინდოეთის წყლების ხელშეკრულება დაუყოვნებლივ შეჩერდება მანამ, სანამ პაკისტანი ღიად და სარწმუნოდ არ იტყვის უარს საზღვრისპირა ტერორიზმის დაფინანსებაზე. პაკისტანის მოქალაქეებს ინდოეთში გამგზავრების უფლება არ ექნებათ, აგრეთვე, პაკისტანის მოქალაქეებზე წარსულში გაცემული ნებისმიერი ვიზა გაუქმებულად ჩაითვლება. პაკისტანის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ინდოეთში იმყოფებიან, ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი აქვთ. ჩვენ, აგრეთვე, პერსონა ნონ გრატად გამოვაცხადეთ ნიუ-დელიში პაკისტანის უმაღლეს კომისიაში თავდაცვის, საზღვაო და საჰაერო მრჩევლები. მათ ინდოეთის დასატოვებლად ერთი კვირა აქვთ. ისლამაბადს დატოვებენ ინდოეთის თავდაცვის, საზღვაო და საჰაერო მრჩევლებიც. ეს თანამდებობები გაუქმებულად ჩაითვლება“, – ამბობს ვიკრამ მისრი, საგარეო საქმეთა მდივანი.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ საუდის არაბეთში თავისი დიპლომატიური ვიზიტი გააუქმა და ქვეყანაში დაბრუნდა. მან უშიშროების საბჭო მოიწვია და შემდგომი ნაბიჯები განიხილა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს პაკისტანთან წყლის რესურსების გაზიარების შეთანხმება, სანამ მთავრობა ტერორიზმის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend