მთავარიევროპაპოლონეთისიკორსკი რუსეთს: “არ გყოფნით მიწა? იქნებ უკეთ გემართათ თქვენი ტერიტორია

სიკორსკი რუსეთს: “არ გყოფნით მიწა? იქნებ უკეთ გემართათ თქვენი ტერიტორია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას რუსეთის ლიდერებს მიმართა.

რადეკ სიკორსკიმ აღწერა ის რთული ვითარება, რომელსაც რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უქმნის პოლონეთსა და რეგიონს.

ის ასევე გამოეხმაურა ალექსანდ დუგინის განცხადებას პოლონეთის თაობაზე.

რამდენიმე დღის წინ რუსმა იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა პოლონეთს შეახსენა რუსული ოკუპაცია და პოლონელებს მოუწოდა, გაიხედონ მომავლისკენ.

“ერთი გზავნილი მაქვს ბატონო დუგინის ხელმძღვანელებთან. თქვენ აქ ვეღარასდროს დაბრუნდებით. ვერც კიევში, ვერც ვოლნიუსში, ვერც ტალინში და ვერ კიშინეუში.

არ გყოფნით მიწა? დროის 11 სატყელი არ არის თქვენთვის საკმარისი? უკეთესი არ იქნებოდა უკეთესად გემართათ თქვენი ტერიტორიები, ვიდრე გეოცნებათ ვარშავის ხელახლა დაპყრობაზე…. ჯობია იმაზე იფიქროთ, რომ შეინარჩუნოთ ვლადივასტოკი”, – თქვა სიკორსკიმ.

მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, პოლონეთი და ევროპელი მოკავშირეები აქტიურად საუბრობენ თავდაცვის გაძლიერების თაობაზე, რადგან შიშობენ, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში არ შეჩერდება.

ამ ყველაფერს კი თან ახლავს კოლექტიური თავდაცვის საკითხებში დონალდ ტრამპის ბუნდოვანი პოლიტიკა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend