იშვიათი და ისტორიული 23-კარატიანი გოლკონდას ცისფერი ალმასი 14 მაისს ჟენევაში, Christie’s-ის აუქციონზე გავა გასაყიდად. ძვირფასი ქვა, რომელიც თავის დროზე ინდოეთის ისტორიული სამთავროს, ინორის მეფეს მაჰარაჯას საკუთრება იყო, ექსპერტების მიერ ცისფერი ალმასი უკვე აღიარებულია როგორც „აუქციონის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ძვირფას ქვად”
Christie’s-ის საერთაშორისო სამკაულების განყოფილების ხელმძღვანელის, რაჰულ კადაკიას თქმით, ქვა პირველად გამოდის გაყიდვაზე და მისი ღირებულება 35-დან 50 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.
გოლკონდას მაღაროები, სადაც ეს ალმასი აღმოაჩინეს, სამხრეთ-ცენტრალურ ინდოეთში მდებარეობს და ცნობილია ისეთი მსოფლიო დონის ქვების წარმოშობით, როგორებიცაა ჰოუპისა და კოჰინურის ალმასები.
კადაკიას თქმით, სწორედ გოლკონდას წარმომავლობა და სამეფო მემკვიდრეობა ალმასს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
„უნიკალურია ის ფაქტიც, რომ ქვა უკვე 100 წელზე მეტია უცვლელია — მისი წონა კვლავაც 23.24 კარატია და არც ფორმა და არც ზომა არ შეუცვლია“, — განაცხადა რაჰულ კადაკიამ.
მიუხედავად იმისა, რომ ცისფერი ალმასები უკიდურესად იშვიათია, ასეთი მაღალი წარმომავლობის და ისტორიული მნიშვნელობის ქვა აუქციონზე მეორედ ალბათ აღარ გამოჩნდება. ეს აუქციონი, სავარაუდოდ, დაამყარებს ახალ რეკორდს ძვირფასი ქვების გაყიდვაში.