უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში აიყვანეს ორი ჩინელი მამაკაცი, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთს მიმდინარე ომში გაცილებით მეტი ჩინელი ჰყავს ჩართული.
უკრაინის ლიდერმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პეკინს. მისი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რაც აქ ხდება. პრეზიდენტი დასძენს, რომ ჩრდილოეთკორეელი სამხედროები ებრძოდნენ მათ კურსკში, ჩინელები კი – უკრაინის ტერიტორიაზე. ზელენსკი ამ საკითხის პარტნიორებთან განხილვას გეგმავს.
Our military has captured two Chinese citizens who were fighting as part of the Russian army. This happened on Ukrainian territory—in the Donetsk region. Identification documents, bank cards, and personal data were found in their possession.
We have information suggesting that… pic.twitter.com/ekBr6hCkQL
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 8, 2025
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი რუსეთის მტკიცე დიპლომატიური მხარდამჭერია, თუმცა, როგორც ცნობილია, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით ის არ აწვდის რუსეთს შეიარაღებასა თუ სხვა სახის სამხედრო დახმარებას.