მთავარიაზიამიანმარიმიანმარში მაშველები მესამე დღეა ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ

მიანმარში მაშველები მესამე დღეა ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ

28 მარტს მიანმარში, ქალაქ მანდალაიში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩამოინგრა Sky Villa“-ს საცხოვრებელი კორპუსიც.  

უკვე მესამე დღეა, რაც ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.  ოპერაციაში ჩართული არიან როგორც ბირმელი, ისე საერთაშორისო მაშველები. აქ არიან ჩინეთისა და რუსეთის სამაშველო ჯგუფებიც, რომლებიც მძიმე ტექნიკით ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილთა გამოყვანას.

მიწისძვრის შედეგად 1600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,  ათასობით კი კვლავ დაკარგულად ითვლება. დანგრეულია ასობით შენობა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის ქალაქის აეროპორტიც.

ჩინეთმა მიანმარში 135 მაშველი და სპეციალისტი გაგზავნა და დაახლოებით 13.8 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა. რუსეთმა კი 120 მაშველი და სამედიცინო ჯგუფი გააგზავნა იანგონში.

სამაშველო ოპერაციები გართულებულია, მიწისძვრის გამო დაზიანებულია გზები და ხიდები, კომუნიკაციაც შეფერხებულია.

სამოქალაქო ომის ფონზე დახმარების მობილიზება კიდევ უფრო ძნელია. ამიტომ ნანგრევებში ადამიანების ძებნას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს.  ტემპერატურა  4 გრადუსს ცელსიუს აღწევს.

კვირას კვლავ განმეორდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე  5.1 მაგნიტუდა იყო.  მოსახლეობა შეშინებულია.

მანდალაის 1.5 მილიონი მცხოვრებიდან უმეტესობა ღამეს ღია ცის ქვეშ ატარებს, ზოგი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრას მეზობელ ტაილანდშიც მოჰყვა მსხვერპლი. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 18 ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend