28 მარტს ცენტრალურ მიანმარში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
ეპიცენტრი იყო ქალაქ მანდაილადან დაახლოებით 17 კილომეტრში, სადაც მოსახლეობა 1.2 მილიონს შეადგენს. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანგკოკშიც.

დანგრეულია სახლები და სხვა შენობები, ხიდები და გზები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც ჩამოინგრა მშენებარე შენობა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 50-მდე ადამიანი.
მედიასაშუალებების ცნობით, ნანგრევებში მოჰყვა ათეულობით მუშა.