მთავარისპორტისაქართველოს ნაკრებმა სომხეთი ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეიაუთის საპასუხო მატჩში, „დინამო არენაზე“, სომხეთის ნაკრები 6:1 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, მას სანაკრებო კარიერაში 20 გოლი დაუგროვდა და საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის მხოლოდ შოთა არველაძეს (26) ჩამორჩება. მესამე ადგილზე 18 გოლით ხვიჩა კვარაცხელიაა, სომხეთთან მატჩში გოლის გატანა „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმაც შეძლო.

საქართველოსთვის ამ მატჩში გოლები ოთარ კიტეიშვილმა და გიორგი ჩაკვეტაძემაც გაიტანეს. გიორგი ჩაკვეტაძეს ნაკრებში 10 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემაა აქვს, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია რომელმაც სანაკრებო დონეზე ასეთი შედეგი დადო.

ორი მატჩის ჯამში საქართველოს ნაკრებმა სომხეთს 9:1 მოუგო და ერთა ლიგის. B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ვილი სანიოლის გუნდის მომდევნო ოფიციალური შეჯიბრება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია, რომელიც 2025 წლის სექტემბერში დაიწყება. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთისა და ბულგარეთის გუნდები იქნებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend