ChatGPT-ისთვის დასმული თითოეული შეკითხვა, სავარაუდოდ, დაახლოებით 10-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს, ვიდრე ტრადიციულად Google-ის ძიებით.
არაკომერციული კვლევითი კომპანიის “Electric Power Research Institute”-ის ინფორმაციით, ChatGPT-ის გამოყენებით ძიებისას საათში 2.9 ვატი იხარჯება, ტრადიციული საძიებო სისტემა Google კი ამავე ოპერაციისთვის საათში 0.3 ვატს საჭიროებს.
ყოველდღიურად დაახლოებით 9 მილიარდი საძიებო მოთხოვნა ნიშნავს ელექტროენერგიაზე წელიწადში დამატებით 10 ტერავატ/საათს.
ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრია დამოკიდებულია დატა ცენტრებზე/მონაცემთა ცენტრებზე, რათა მოამზადოს და მართოს თავისი მოდელები, რაც, თავის მხრივ, იწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის გაზრდას და ხელს უწყობს სათბურის აირების გლობალურ გამოყოფას.
მაიკროსოფტმა განაცხადა, რომ 2020 წლიდან დატა ცენტრების/მონაცემთა ცენტრის გაფართოების გამო მათი ემისიები თითქმის 30%-ით გაიზარდა.
გუგლის გლობალური სათბურის აირების ემისიები 2023 წელს თითქმის 50%-ით მეტი იყო, ვიდრე 2019 წელს, რაც ძირითადად დატა ცენტრების/მონაცემთა ცენტრების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას უკავშირდება.
ხელოვნური ინტელექტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ტექნოლოგიური სექტორის მიერ ენერგიის მოხმარების მცირე ნაწილია და, სავარაუდოდ, მთლიანი გლობალური ემისიების დაახლოებით 2-დან 3 პროცენტს უდრის.
თუმცა, ეს მონაცემი ალბათ კიდევ გაიზრდება, რადგან უფრო მეტი კომპანია, მთავრობა და ორგანიზაცია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად
სად მდებაროებს ევროკავშირში დატა ცენტრები/მონაცემთა ცენტრები?
ამჟამად მსოფლიოში მონაცემთა 8000-ზე მეტი ცენტრია, რომელთა დაახლოებით 16% ევროპაში მდებარეობს.
ამ ცენტრების უმრავლესობა ფრანკფურტის, ლონდონის, ამსტერდამის, პარიზისა და დუბლინის ფინანსურ ცენტრებშია.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ევროკავშირში 2026 წლისთვის დატა ცენტრების/მონაცემთა ცენტრების სექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია თითქმის 150 ტერავატ/საათს მიაღწევს.
2022 წელს ირლანდიის მონაცემთა ცენტრები 5.3 ტერავატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარებული ელექტროენერგიის 17%-ს წარმოადგენს.
ეს კი უდრის ყველა ურბანული საცხოვრებელი კორპუსის მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
თუ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის გამოყენება სწრაფი ტემპით გაგრძელდება, 2026 წლისთვის სექტორმა შეიძლება ქვეყნის ელექტროენერგიის მთლიანი მოთხოვნის 32% მოიხმაროს.
დატა ცენტრების/მონაცემთა ცენტრების რაოდენობა და მდებარეობა ევროკავშირში
დანიაში მონაცემთა 34 ცენტრია, რომელთაგან ნახევარი კოპენჰაგენში მდებარეობს.
როგორც ირლანდიაში, ასევე დანიაში ვარაუდობენ, რომ დატა ცენტრების/მონაცემთა ბაზების გაფართოების გამო გაიზრდება ელექტროენერგიის მოხმარება.
იმავდროულად, სკანდინავიურ ქვეყნებში – შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში – დატა ცენტრებისთვის/მონაცემთა ბაზებისთვის ნაკლებ ელექტროენერგიას იყენებენ.
სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი აქტორი შვედეთია მონაცემთა 60 ცენტრით, რომელთაგან ნახევარი სტოკჰოლმში მდებარეობს.
დეკარბონიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, შვედეთი და ნორვეგია შეიძლება უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი დატა ცენტრების/მონაცემთა ცენტრების ბაზარზე, რადგან თითქმის მთელი ელექტროენერგია, რომელსაც ისინი აწარმოებენ, დაბალი ნახშირბადის წყაროებიდან მოდის.