კატეგორიები

საფრანგეთში, ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად სპეციალური რობოტების გამოცდა მიმდინარეობს

საფრანგეთში, ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად სპეციალური რობოტების გამოცდა მიმდინარეობს

საფრანგეთის მასშტაბით, საავადმყოფოებსა და მოხუცთა თავშესაფრებში რობოტებს ცდიან. მიზანი პაციენტების სტიმულირება, მათთვის კომფორტის შექმნა და მომვლელი პერსონალისთვის დახმარების გაწევაა. რობოტი NAO მეხსიერებისა და საუბრის უნარის გასააქტიურებლად მარტივ სავარჯიშოებს იყენებს. კიდევ ერთი რობოტი, სახელად Paro, პაციენტების მოძრაობებსა და ხმებზე რეაგირებს. Miroki კი შექმნილია საუბრის საშუალებით ურთიერთობის დამყარებისა და ინტერაქციისთვის

„რეაქციები ძალიან განსხვავებულია. ზოგიერთი პაციენტი გაოცებულია. მათთვის საოცარია რეალურ ცხოვრებაში იმის ნახვა, რასაც აქამდე მხოლოდ ტელევიზორში ხედავდნენ. ასეთი პაციენტები, როგორც წესი, დიდ ინტერესს იჩენენ. სხვებს საერთოდ არ აინტერესებთ, ზოგიერთები კი კატეგორიულად უარყოფენ ტექნოლოგიასა და რობოტებს“. - ამბობს ფსიქოლოგი და კვლევითი ინჟინერი, „Broca Living Lab“-ში, ლეა ვეკიონი.

საფრანგეთის სამხრეთში ხელოვნურ ინტელექტს ალცჰაიმერით დაავადებულთა მოვლის პროცესში ცდიან. რობოტის ხმა თავშესაფარში მყოფთა ცხოვრებისეული დეტალების გათვალისწინებით იცვლება.

„Livana არის აპლიკაცია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და შეუძლია დაეხმაროს თავშესაფარში მცხოვრებთ აღგზნების ან შფოთვის მომენტებში, განსაკუთრებით მათ, ვისაც ალცჰაიმერი ან სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადება აქვს. ცდის მიზანია ისეთი არამედიკამენტური მიდგომების შესწავლა, რომლებიც გააუმჯობესებს მათ მდგომარეობას და, ამავდროულად, დახმარებას გაუწევს მომვლელ პერსონალს“. - აცხადებს „La Septfontoise“-ის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი, გისლეინ ვერინი.

ამ ეტაპზე ექსპერიმენტები მომვლელების ჩანაცვლებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მათ დასახმარებლად ახალი გზების ძიებას.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთში, ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად სპეციალური რობოტების გამოცდა მიმდინარეობს რუსული დივერსიული აქტების პასუხად, ევროკავშირი საგანგებო მექანიზმს შექმნის