ევრონიუსი, პოლონური სამსახურის გახსნას აღნიშნავს. ევროპის წამყვანი ახალი ამბების პლატფორმას, რომელიც მრავალ ენაზე მაუწყებლობს, ახლა პოლონურიც დაემატება.
კომპანიაში ამბობენ, რომ ერთგულად გააგრძელებენ მუშაობას მიუკერძოებელი და სანდო ინფორმაციის გავრცელებისთვის და პოლონურენოვან მაყურებელს მსოფლიოს მთავარ სიახლეებსა და ამბებს გააცნობენ.
გახსნის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში იმართება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი სიახლე, პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გახდომას ემთხვევა.
ევრონიუსში აცხადებენ, რომ ეს ამბავი იშვიათ შესაძლებლობას იძლევა ვარშავის როლისა და წვლილის გააზრებაში ევროპის მომავლის ფორმირებასა და ერთიანი, მომავალზე ორიენტირებული ევროპის ჩამოყალიბებაში.
ევროკავშირის პრეზიდენტობით, პოლონეთს ევალება უხელმძღვანელოს ევროპული საბჭოს მუშაობას და წარმოადგინოს ყველა წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებში.