საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები ანგარიშით 28-26 დაამარცხა.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი მოიგო და მიუახლოვდა 2026 წლის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გუნდის ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 11 გოლის გატანა მოახერხა.
მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 16 მარტს გამართავს კვლავ ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ, თუმცა ამჯერად სტუმრად.