პარიზის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, აუფეთქებელი ბომბის აღმოჩენის გამო საფრანგეთის დედაქალაქიდან ლონდონის, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრავი ყველა მატარებელი გაურკვეველი დროით გაუქმდა.
პარიზის პოლიციის განცხადებით, ბომბი 7 მარტს, დაახლოებით დილის 04:00 საათზე, რკინიგზის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ აცნობეს შესაბამის უწყებებს. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრის, ფილიპე ტაბაროს განცხადებით, რამდენიმე საათში როგორც საქალაქთაშორისო, ისე საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა, რამაც სადგურებზე ასობით მგზავრის დაყოვნება გამოიწვია. რიგებია ლონდონსა და ბრიუსელშიც, სადაც მოქალაქეები საფრანგეთის მიმართულებით რეისების აღდგენას ელოდებიან.
პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე ახლა სპეციალისტები მუშაობენ, რათა გააუვნებელყონ ბომბი. საფრანგეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა თქმით, ბომბი საკმაოდ დიდი ზომისაა და მოქალაქეთა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია, თუმცა, მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არაა.