მთავარიEuropean Unionევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა

ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები ბრიუსელში საგანგებო სამიტს მართავენ. მთავარი თემა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და მომავალია. შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.

დისკუსიების მთავარი თემა ევროპის გადაიარაღების 800 მილიარდიანი გეგმა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაა, რომლის სურვილსაც ევროკავშირი სულ უფრო აქტიურად აფიქსირებს.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინის სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა კიევს სამხედრო დახმარება შეუჩერა. ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტზე განხილული იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხებიც, თუმცა მთავარი აქცენტი დღეს რუსული აგრესიის წინაშე უკრაინისთვის სოლიდური უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება იქნება.

ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის დაწყებამდე უკვე გამოთქვეს მხარდამჭერი გზავნილები კიევის მიმართ, ისევე როგორც მზაობა გაზარდონ საკუთარი ხარჯები ევროპის თავდაცვისა და შეკავების გასაძლიერებლად.

რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ევროპელებმა უკრაინას 135 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს. მათგან 48 მილიარდზე მეტი სწორედ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდა

ანტონიო კოშტა:

“ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგას. ერთი თვის წინ ჩვენ შევაჯერეთ იდეები, დღეს კი აქ ვართ გადაწყვეტილებების მისაღებად მოვედით. მადლობა ევროპული კომისიას სწრაფი და კონკრეტული შეთავაზებისთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები,რათა დავხაროდით მეტად და უკეთესად ჩვენივე შესაძლებლობების ზრდისთვის. ევროპის თავდაცვა და უსაფრთხოება არაა განცალკევებული უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან. ძლიერი ევროპა გააძლიერებს უკრაინას, უკრაინის უკეთესი თავდაცვა კი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომაც ვართ აქ, რომ მივაღწიოთ ხელშესახებ და ხანგრძლივ მშვიდობას. პირველი დღიდან უკრაინის  გვერდით ვდგავართ და ასეც გავაგრძელებთ. სამშვიდობო  მოლაპარაკებაშიც, როდესაც ჩათვლით რომ იმისათვის სწორი დროა, და რაც მთავარია მაშინაც, როდესაც ევროკავშირის წევრი გახდებით “ -აღნიშნა სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

“მნიშვნელოვანია ერთად ვიდგეთ, ესაა წყალგამყოფი მომენტი ევროპისთვის. უკრაინა კი ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. ევროპა აწყდება ნათელ და მოქმედ საფრთხეს და ამ პირობებში უნდა შევძლოთ თავის დაცვა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობისთვის,რომელიც ძალითაა გამყარებული. სწორედ ამიტომ, დღეს წარვადგენ გადაიარაღების გეგმას ევროპისთვის,რომელიც 800 მილიარდ ევროს გამოყოფას გულისხმობს თავდაცვისთვის.ესაა სასარგებლო ყველასათვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ეგზისტენციალურ ბრძოლაში. ვიდგებით უკრაინის გვერდით, რა დროც იქნება საჭირო”,  – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“მადლობა ევროპელ ლიდერებს ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის და  სიგნალებისთვის ომის დაწყების დღიდან და შემდეგაც,განსაკუთრებით კი გასულ კვირას. მადლიერები ვართ იმის გამო, რომ მარტონი არ ვართ.ვგრძნობთ რომ თქვენი მხარდაჭერა არაა მხოლოდ სიტყვები, არამედ ისაა საგრძნობი ჩვენთვის.  თავის მხრივ ესაა ძლიერი სიგნალი უკრაინელი ხალხისთვის,ჩვენი ოჯახებისთვის, მეომრებისთვის. მათ შორის იმ ნაწილში,რომ ჩვენი სამხედრო პროდუქცია უნდა გაიზარდოს და რომ  ევროპული უსაფრთხოების უნდა გაძლიერდეს – ეს ნამდვილად დიდი გადაწყვეტილებებია”, – უთხრა სამიტზე მიწვეულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend