მთავარისაქართველოაღდგომის ღამე რუსთაველზე

აღდგომის ღამე რუსთაველზე

მოქალაქეთა ნაწილი აღდგომის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან, შეხვდა. შეკრებილთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა ოჯახების წევრები.

რუსთაველის გამზირზე მოსვლამდე დემონსტრანტები მსვლელობით მივიდნენ პარლამენტის შენობიდან გმირთა მოედნამდე, სადაც საქართველოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ფიცი დადეს.

მოგვიანებით მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველდღიური მარშის მონაწილეებიც შეუერთდნენ და მივიდნენ ქაშვეთის ეკლესიამდე, სადაც 23:00 საათიდან სააღდგომო ლიტურგია დაიწყო.

მოქალაქეები აღდგომის ღამეს აქციით უკვე მეორე წელია, ხვდებიან. 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ „გამჭვირვალობის” კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ და ქრისტიანული დღესასწაული ერთად იზეიმეს.

მსგავსად აღდგომისა, საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროევროპული პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ერთად შეხვდნენ ახალ წელს, შობის დღესასწაულს, ასევე ერთად გაიხსენეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი – 9 აპრილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend