მთავარიამერიკამექსიკამექსიკის უზენაესმა სასამართლომ ზოოპარკს სპილოსთვის პირობების გაუმჯობესება დაავალა

მექსიკის უზენაესმა სასამართლომ ზოოპარკს სპილოსთვის პირობების გაუმჯობესება დაავალა

მექსიკაში სასამართლომ ზოოპარკს სპილოს, სახელად ელის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დაავალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ცხოველის სასარგებლოდ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ელის ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა ბრძანა. ექსპერტები თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილებამ მექსიკაში ცხოველების დაცვის თვალსაზრისით შესაძლოა პრეცედენტი შექმნას.

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ელი დეპრესიაში იყო. ის კედლებს ეჯახებოდა და წონაში სწრაფად იკლებდა.

„ელი 2016 წლის აგვისტოში გავიცანი, მისი აზიელი კომპანიონის, მეგის ევთანაზიის შემდეგ. მის სანახავად მოვედი და გავოგნდი, ასეთ სავალალო მდგომარეობაში რომ დავინახე. ძალიან განვიცადე და მას პირობა მივეცი. მის წინ დავდექი, თვალებში ჩავხედე და ვუთხარი: შენ იმავეს არ გაგიკეთებენ“, – ამბობს ცხოველთა დამცველი დიანა ვალენსია.

ზოოპარკის დამთვალიერებლები ელის ვოლიერთან, მეხიკო, მექსიკა, 21 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo/Marco Ugarte

13 წელია ელი მეხიკოს ერთ-ერთ ზოოპარკში ბინადრობს. მანამდე მან 25 წელი ცირკში გატარა.

„გამუდმებით ეყრდნობოდა ხეებს, კარებს, გისოსებს. თითქოს ფეხზე დგომას ვერ უძლებდა და რაღაცას უნდა დაჰყრდნობოდა… მარტოსული, მოწყენილი და სევდიანი იყო. ვგრძნობდი, რომ ის მიტოვებული იყო. ვთქვი, რომ მე ვიქნები მისი ხმა. ბევრი აქტივისტი ამბობს, რომ ცხოველებს ხმა არ აქვთ. მე კი მგონია, რომ ასე არ არის. უბრალოდ ჩვენ მათი მოსმენა არ გვინდა“, – ამბობს დიანა ვალენსია.

ზოოპარკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სასამართლოს ბრძანებას შეასრულებენ და ელის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. ისინი უარყოფენ, რომ ელი დეპრესიაშია და ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მასთან სხვა სპილოებიც მოათავსეს, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend