ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მე-4 დღე მიმდინარეობს.
დღეს, 13 თებერვალს, სლალომში ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი, ირაკლი ხერგიანი, 30 საუკეთესო მოთხილამურეს შორის მოხვდა, რაც მწვრთნელების თქმით, ასეთი დონის ტურნირზე ძალიან კარგი შედეგია.
ოლიმპიური ფესტივალი როგორც ბაკურიანში, ასევე თბილისსა და ბათუმში მიმდინარეობს.
ბათუმში ფიგურული სრიალის დისციპლინაში დღეს საქართველოს ინგა გურგენიძე წარადგენს. მან გუშინ მე-3 ადგილი დაიკავა საერთო ჩათვლაში და დღეს შეუძლია, რომ საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანოს.
ფესტივალი 9 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.