არგენტინაში ტყის ხანძრები მძვინვარებს. იწვის პატაგონიის ტყე. ცეცხლის ჩაქრობას მაშველები უკვე მე-12 დღეა უშედეგოდ ცდილობენ.
არგენტინაში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაანადგურა ათობით სახლი და 3000 ჰექტარზე მეტი ტყე პატაგონიაში, ტურისტულ ქალაქ ელ-ბოლსონთან დაცულ ტერიტორიაზე.
ხანძრის გაძლიერებას ხელს უწყობს მშრალი ამინდი და ძლიერი ქარი. არგენტინის ზოგიერთ რეგიონში უკვე გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან საცხოვრებელი სახლები ტყესთან ძალიან ახლოსაა.
ხანძარი 12 დღის წინ გაჩნდა პარკში, რომელსაც ამ პერიოდში დღეში 800-ამდე ვიზიტორი სტუმრობს.
პატაგონიაში წელს ეს უკვე მესამე ხანძარია. დამწვარია ხეები და განადგურებულია დაახლოებით 50 სახლი..
ამ დროისთვის პანტაგონიის ტყის ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართული არიან მოხალისე მეხანძრეები, ადგილობრივები, ასევე სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი.