მთავარიევროპაპოლონეთი2025 წელს პოლონეთი თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 4.7%-მდე გაზრდის

2025 წელს პოლონეთი თავდაცვის ხარჯებს მშპ-ის 4.7%-მდე გაზრდის

ოთხშაბათს, 5 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2025 წელს პოლონეთის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 4.7%-ს მიაღწევს.

ანჯეი დუდას თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 30 მილიარდი ევრო იქნება, ამ მოცულობის ბიუჯეტი ნატოს არცერთ წევრ ქვეყანას არ აქვს. ვარშავა თავდაცვის ალიანსს გააძლიერებს აშშ-სთანაც.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ალიანსის წევრებს შორის თანამშრომლობასა და ჩვენს მთავარ მოკავშირე აშშ-თან ურთიერთობების გაძლიერებას. არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ ოფიციალურად გავხსენით რაკეტსაწინააღმდეგო ბაზა ქალაქ რეძიკოვოში. ეს სერიოზული ამერიკული ინვესტიცია და ძალიან კარგი ამბავია. ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ამერიკული ინვესტიცია იქნება“, – ამბობს ანჯეი დუდა, პოლონეთის პრეზიდენტი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საჯაროდ განაცხადა, რომ აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა. მან ნატოსა და ევროკავშირის წევრებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსეთს ყველაფრის გაკეთების უფლებას მისცემდა იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც შეიარაღებაზე მშპ-ის სავალდებულო 2%-ს არ დახარჯავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend