მთავარისპორტისაქართველოში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართება

საქართველოში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართება

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ოლიმპიურ ფესტივალზე 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ერთმანეთს 8 დისციპლინაში შეეჯიბრება.
საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში – ფიგურული ციგურაობაში, სამთო თხილამურობასა და ბიატლონში 8 სპორტსმენი იასპარეზებს. სპორტსმენთა მაქსიმალური ასაკი ამ შეჯიბრებაზე 18 წელი იქნება.
სამთო თხილამურობაში საქართველოს წარადგნენ: იასონ ვეზდენი, ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო, გიორგი ჯაფარიძე, გოგა გულედანი და ირაკლი ხერგიანი. ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს დელეგაციას 1 სპორტსმენი ეყოლება – ინგა გურგენიძე.
საქართველო ბიატლონის დისციპლინაშიც ასევე 1 სპორტსმენით წარდგება – შიო ქუჩუკიანი. ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები სამთო-მოთხილამურეები – გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო იქნებიან. სამთო თხილამურობასა და ბიატლონში შეჯიბრებები ბაკურიანში ჩატარდება, ხოლო ფიგურულ ციგურაობაში – ბათუმში.
ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 9 თებერვალს და 16 თებერვალს დაიხურება. გახსნის და დახურვის ცერემონიები ბაკურიანში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend