მთავარიევროპაბელგიატექნიკური ხარვეზის გამო დაკეტილი ბელგიის საჰაერო სივრცე გაიხსნა

ტექნიკური ხარვეზის გამო დაკეტილი ბელგიის საჰაერო სივრცე გაიხსნა

საჰაერო მოძრაობის მართვის კომპიუტერულ სისტემაში ტექნიკური პრობლემის გამო ბელგიის საჰაერო სივრცე   ერთ საათზე მეტი ხნით იყო დაკეტილი.

შეჩერდა ფრენები ქვეყნის მთავარი აეროპორტებიდან. ორი თვითმფრინავი ლილის აეროპორტში დაეშვა. პროგრამული უზრუნველყოფის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სისტემა გადატვირთეს და საჰაერო სივრცეც უკვე გაიხსნა.

ბრიუსელის აეროპორტში აცხადებენ, რომ მცირე შეფერხება შესაძლოა კვლავ იყოს, სანამ ვითარება ბოლომდე არ გამოსწორდება. სისტემის გათიშვის გამო თვითმფრინავი, რომელშიც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იმყოფებოდა, უკან დაბრუნდა.

ფიცო ბრიუსელში ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შესახვედრად მიემგზავრებოდა. როგორც ცნობილია, მისი ხედვა რუსეთთან დაკავშირებით  განსხვავებულია ევროკავშირის პოზიციისგან.

როდესაც რობერტ ფიცოს პარტიამ 2023 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, იგი ხელისუფლებაში დაბრუნდა. მან  უკრაინას შეუწყვიტა სამხედრო დახმარება, გააკრიტიკა ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო და პირობა დადო, რომ დაბლოკავს უკრაინას ნატოში გაწევრებას. ის ასევე  ეწინააღმდეგება უკრაინის გადაწყვეტილებას ევროპაში რუსული ენერგოექსპორტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend