კატეგორიები

„მექსიკური ამერიკა”- მექსიკის პრეზიდენტის პასუხი დონალდ ტრამპს

„მექსიკური ამერიკა”- მექსიკის პრეზიდენტის პასუხი დონალდ ტრამპს

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წინადადების საპასუხოდ ტრამპს აშშ-ისთვის სახელის გადარქმევა და „მექსიკური ამერიკის“ დარქმევა შესთავაზა.

კლაუდია შეინბაუმმა ბრიფინგზე 1607 წლის მსოფლიო რუკა წარმოადგინა და განაცხადა, რომ სახელი „მექსიკის ყურე“ ისტორიულია და ამ სახელს შეერთებული შტატების დაარსებამდე გამოიყენებდნენ. სწორედ ამიტომ შეინბაუმმა შეერთებული შტატების ამ ნაწილს „მექსიკური ამერიკა“ უწოდა.

მექსიკის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპმა მექსიკის ყურის სახელის გადარქმევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ადგილს „ამერიკის ყურე“ უნდა ეწოდოს.

დაკავშირებული ამბები
მექსიკა აშშ-ში დაღუპული მოქალაქეების საქმეზე სასამართლო დავას იწყებს მექსიკაში ეროვნულ გვარდიასა და ნარკოკარტელებს შორის მომხდარი შეტაკებისას გვარდიის 25 წევრი დაიღუპა
სხვა ამბები