„ნუ შეჭამთ ნაძვის ხის წიწვებს“- ბელგიის სურსათის ფედერალურმა სააგენტომ მოსახლეობა ასე გააფრთხილა მას შემდეგ, რაც გენტის ადგილობრივმა მთავრობამ ნარჩენების შემცირების მიზნით მოსახლეობას ფიჭვის წიწვების საკვებში გამოყენება შესთავაზა.
ქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ რეკომენდაცია გაუწია ნაძვის წიწვებისგან დამზადებულ კარაქსა და წვნიანს, რომლებიც სკანდინავიური ტრადიციების მიხედვით მზადდება.
თუმცა, ბელგიის სურსათის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ნაძვის ხეებს პესტიციდებსა და სხვა ქიმიკატებს ასხურებენ, რაც წიწვების საკვებში გამოყენებას ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ქმნის.
უწყების განცხადების თანახმად, ადამიანების უმეტესობა ვერ მიხვდება დამუშავებულია თუ არა ნაძვის ხე ქიმიკატებით. სწორედ ამ გაფრთხილების შემდეგ გენტის ადგილობრივმა მთავრობამ საკუთარი ვებგვერდიდან წაშალა პოსტი ნაძვის ხის წიწვების საკვებში გამოყენებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ყველა ნაძვის ხის წიწვი არ არის უსაფრთხო საჭმელად.