კატეგორიები

ევრონიუსის ექსკლუზივი: აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო

ევრონიუსის ექსკლუზივი: აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო
ევრონიუსის ექსკლუზიური ინფორმაციით, წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ოთხშაბათს, ყაზახეთში აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარომ აზერბაიჯანის მთავრობიდან ევრონიუსს დაუდასტურა, რომ ავიაკატასტროფა რუსული საჰაერო რაკეტის შეჯახებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, რაკეტა თვითმფრინავს ქალაქ გროზნოს თავზე ესროლეს, მაშინ როცა დრონების თავდასხმის გამო ანტისარაკეტო სისტემა იყო გააქტიურებული.

რაკეტის აფეთქების შემდეგ, მისი ნამსხვრევები თვითმფრინავის კორპუსს მოხვდა.

სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, მიუხედავად პილოტების არაერთი თხოვნისა, დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის არცერთ აეროპორტში არ მისცეს დაშვების უფლება.

საბოლოოდ, ეკიპაჟს კასპიის ზღვაზე, აქტაუს მიმართულებით გაფრენა მოუწია.

წინასწარი მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის მიერ კომერციული თვითმფრინავის განადგურების მეორე შემთხვევა იქნება.

მანამდე, 2014 წელს რუსულმა ძალებმა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

Related news
„უმჯობესია, არ გამოცადონ ჩვენი ძალა“, - აზერბაიჯანის პრეზიდენტი თეირანს აფრთხილებს ნახჭევანის აეროპორტზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, ბაქო თეირანს მკაცრი პასუხის შესახებ აფრთხილებს
სხვა ამბები