აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს პატიმრობაში მყოფი საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა. ფრანგი ბიზნესმენი პატიმრობაში 2023 წლიდან იმყოფებოდა, მას ჯაშუშობაში ედებოდა ბრალი და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პარიზი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევდა და სამართლებრივი პროცედურებით ცდილობდა მის დახსნას. თუმცა საბოლოოდ ეს ბაქოსთან გარიგებით მოახერხა.
რაიანის გათავისუფლებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ 2600 პირისა და კომპანიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განახლება, რომლებიც კრემლთან არიან დაკავშირებული ან მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის ომს. ამ სიიდან ბაქოს ზეწოლით პარიზმა რუსულ-უზბეკური წარმოშობის ოლიგარქის, ალიშარ უსმანოვის ამოღებას მიაღწია. ელისეს სასახლეში ეს ჰუმანიტარულ ჟესტად შეაფაეს და ასევე დადებით ნაბიჯად, ბაქოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის,რამაც ბზარი გაიჩინა,მას შემდეგ რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტში საფრანგეთმა ერევნის მხარე დაიჭირა. საგულისხმოა,რომ ბაქოს ციხეში რჩება საფრანგეთის კიდევ ერთი მოქალაქე,ანას დერაზი, ფრანგული წყალმომმარაგებელი კომპანიის თანამშრომელი, რომელიც 2025 წელს რუსეთიდან ქრთამის მიღების საბაბით დააკავეს, ის ალიევის შეწყალებულთა სიაში არ მოხდვა.
პარიზში უარყოფენ ზეწოლას ბაქოს მხრიდან და აღნიშნავენ,რომ უსმანოვის გათავისუფლებას აზერბაიჯანი ღიად ადვოკატირებდა, რადგან მის სანქციებში ყოფნას უსამართლოდ მიიჩნევდა. საგულისხმოა,რომ ევროკავშირის სასანქციო სიიდან ამოიღეს კიდევ ერთი რუსი ოლიგაქრი, მიხეილ ფრიდმანი. უკრაინა ამგვარ ნაბიჯს მკაცრად ეწინააღმდეგებოდა.
