მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიის წყლებში რუსული ცხრა საზღვაო ხომალდი შენიშნეს

პორტუგალიის წყლებში რუსული ცხრა საზღვაო ხომალდი შენიშნეს

პორტუგალიის საზღვაო ძალები ამბობენ, რომ პორტუგალიის წყლებში რუსული გემები გააქტიურდნენ. მათ შენიშნეს სამი სამხედრო ხომალდი, საწვავის შემავსებელი ორი გემი, სამი სამეცნიერო-კვლევითი და ერთი სადაზვერვო ხომალდი.

„როდესაც რუსეთთან მეტ-ნაკლებად ასოცირებულ ქვეყნებსა თუ რუსეთის სამხედრო წვრთნებზე ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს მოძრაობასაც. ატლანტის ოკეანიდან მათ ბალტიის ზღვაში შეუძლიათ შესვლა, ბალტიის ზღვიდან შემდეგ არქტიკაში, ამიტომ ამ გემების გადაადგილება ნორმალურია“, – ამბობს გენერალ-მაიორი ჟუან ვიეირა ბორჟესი.

გენერალ-მაიორი ჟუან ვიეირა ბორჟესი ამბობს, რომ საზღვაო ხომალდების გამოჩენა არ არის რუსეთის ძალის დემონსტრირება, ეს რუსეთ-უკრაინის ომის თანმდევია.

შესაძლოა, რუსეთის საზღვაო ძალების მიზანი სხვა ზღვებში გადაადგილება იყოს. სადაზვერვო გემის შემოსვლა კი ალბათ ნიშნავს იმას, რომ ისინი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ.

პორტუგალიის საზღვაო შტაბის უფროსის, ადმირალ გოვეია მელოს თქმით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო ისინი ყურადღებით აკვირდებიან რუსული ხომალდების გადაადგილებას, რადგან პორტუგალია, ფაქტობრივად, ევროპის კარიბჭედ მოიხსენიება.

„პორტუგალიას, რომლის წყლებშიც განსაკუთრებული ეკონომიკური ზონაა, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება მართებს. ჩვენ რუსული ხომალდების მოძრაობას თვალს ვადევნებთ, ყველაფერს ვაკვირდებით, მივყვებით და ვამოწმებთ. ეს დაგვეხმარება, მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვიყოთ“, – ამბობს გენერალ-მაიორი ჟუან ვიეირა ბორჟესი.

სამი წლის განმავლობაში პორტუგალიის საზღვაო ძალებმა მონიტორინგის 126 მისია ჩაატარეს. 2022 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა, 14 მსგავსი ოპერაცია ჩატარდა, 2023 წელს ამ რიცხვმა 46-ს მიაღწია, 2024 წელს კი – 66-ს

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend