კატეგორიები

პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

პოლონეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება – ქვეყნის ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ საპრეზიდენტო კანდიდატად ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი წარადგინა.

41 წლის ისტორიკოსი 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს – სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ინახავს არქივებს და იკვლევს მეორე მსოფლიო ომისა და კომუნისტური ეპოქის დანაშაულებს.

„მე მზად ვარ გავხდე თქვენი პრეზიდენტი. მზად ვარ, რომ მთელი ცხოვრება თქვენ გვერდით ვიყო”, – უთხრა მან მხარდამჭერებს კრაკოვში გამართულ აქციაზე.

პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, მმართველმა პარტიამ კი კანდიდატად ვარშავის მერი, რაფალ ტრზასკოვსკი დაასახელა. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მაისში ჩატარდება.

დაკავშირებული ამბები
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს მოუწოდებს, პუტინს ურჩიოს უკრაინაში ომის დასრულება პოლონეთის დაზვერვა ქვეყნის წინააღმდეგ მოსალოდნელი რუსული იერიშების შესახებ საუბრობს
სხვა ამბები