კატეგორიები

„ქუთაისი 2010-მა” FIBA ევროპის თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა

„ქუთაისი 2010-მა” FIBA ევროპის თასზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა

„ქუთაისი 2010-მა” ევროტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა.

საქართველოს ჩემპიონმა ბულგარული „ბალკანი” ანგარიშით 93:92 ოვერტაიმში დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

დაძაბულ შეხვედრაში კოტე ტუღუშის გუნდს აკაკი დვალიშვილი წინამძღოლობდა, კაპიტნის ანგარიშზე 22 ქულა და 5 მოხსნაა, ელაია ჯოინერმა 21 ქულა ჩააგდო, მარქილ
სმიტმა 16. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი კორსანტიამ, ევროტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის ანგარიშზე 18 ქულა და 11 მოხსნაა, ბექა ბექაურმა თამაში 11 ქულით დაასრულა.

„ქუთაისი 2010-მა” ევროტურნირზე პირველად იასპარეზა და გახდა მეორე ქართული გუნდი, რომელმაც FIBA ევროპის თასზე ითამაშა. წინა სეზონში ევროტურნირზე „თსუ” გამოდიოდა.

დაკავშირებული ამბები
კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე ერლინგ ჰაალანდმა და ნორვეგიის ნაკრებმა მუნდიალიდან 5 გზის ჩემპიონი გამოთიშეს
სხვა ამბები