კატეგორიები

„დინამო თბილისი“ „ფერენცვაროშთან“ 18:7 დამარცხდა

„დინამო თბილისი“ „ფერენცვაროშთან“ 18:7 დამარცხდა

თბილისში, „ოლიმპიკის აუზზე”, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 მატჩში „დინამო თბილისი“ „ფერენცვაროშთან“ 18:7 დამარცხდა.

„ფერენცვაროში“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდია. უნგრული „ფერენცვაროში“ თავიდანვე ფავორიტის სტატუსით გამოვიდა სათამაშოდ და მათ ეს დაამტკიცეს კიდეც.

 „დინამო თბილისი“ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. გუნდი მომდევნო დაპირისპირებას სტუმრად ხორვატიაში 20 ნოემბერს ჩაატარებს ადგილობრივი „იადრანის“ წინააღმდეგ.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია
სხვა ამბები